მარინა ეზუგბაია : 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საავადმყოფოში განთავსებული 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია.

“ბავშვის მდგომარეობა არის მსუბუქია,” – განაცხადა ეზუგბაიამ და იმედი გამოთქვა, რომ როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მოზარდთან დაკავშირებით დაავადება, აქაც მსუბუქი ფორმით წარიმართება და მისი გამოჯანმრთელება ადვილად მოხდება.

ეზუგბაიას თქმით, პაციენტთა ნაწილს უკვე დაავადების ვადა უსრულდებათ და უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს კვლევები გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ტესტი უარყოფითი იქნება და გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკას დატოვებენ

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : „სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება
შემდეგი სტატიაკორონავირუსთან დაკავშირებით ბევრია დამოკიდებული ჩვენზე, უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, არ უნდა მოგვერიდოს სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება