თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 20 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ოთხს პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენებთან დაავადება მსუბუქად ვითარდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავდებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 ადამიანი წევს

„გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა, 28-სთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთის მივიღეთ დადებითი. დღეს დილისთვის ექვსი პაციენტის ტესტირება არის ჩასატარებელი. ეს ერთი პაციენტი დაემატა 14-ს და გახდა 15. მოგვიანებით შემოყვანილია იქნა დადასტურებული ხუთი შემთხვევა, ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. მათზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთ არის ირანის ისტორია და გვყავს ორი პაციენტი. მეორე პაციენტი არის იტალია და გვაყვდა ერთი პაციენტი, რომლესაც შემოემატა ხუთი პაციენტი და ამ წყაროდან გახდა ექვსი პაციენტი. შემდეგი წყარო არის იტალიის ერთ-ერთი ქალაქი ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტი, ორი ოჯახი და ამათთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი. 11 ადამიანი არის ერთი წყარო. ერთი პაციენტია ესპანეთის ისტორია. ჯერ რჩება უცვლელი სიტუაცია, ერთი მძიმე პაციენტი გყავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობედება, მაგრამ არ უარესდება. სტაბილური სიტუაციაა. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს სამი პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა მეოთხე პნევმონია და მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. მათი მდგომარეობა არ პროგრესირებს და არ უარესდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებული ბავშვის მდგომარეობას, ეზუგბაია აცხადებს, რომ ეს დაავადება ბავშვები მსუბუქად ვითარდება და შესაბამისად ბავშვის მდგომარეობაც არის მსუბუქი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : „სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება