კახა კალაძე: სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, მერაბიშვილი კანონიერი პატიმარია

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერია.

კალაძის შეფასებით, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” მოულოდნელი იყო.

“კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა იმას, რომ ვანო მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი. მას აქვს დანაშაული ჩადენილი იმ კონკრეტულ საქმეებში, რომელიც წაყენებული ჰქონდა. სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი და ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობისთვის” იყო ძალიან დიდი შოკი, რადგან ფაქტიურად, სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დასუვა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე იმოგზაურებენ ევროპაში”
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიანიძე მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში იყრის კენჭს