“ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე იმოგზაურებენ ევროპაში”

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო გამარტივებული სავიზო რეჟიმით მიმდინარე წლის ბოლომდე ისარგებლებს.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს მხარი დაუჭირა.

“გერმანია არის ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მათ ხაზი გაუსვეს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმებით, რაც იყო მოწოდებული ვიზალიბერალიზაციისთვის. ფაქტიურად, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და უახლოეს მომავალში, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, რომ ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ძალიან დიდი წარმატება იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ ავჭალა დიდი დიღმის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი მშენებლობის დათვალიერების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“იმედის” დარბევას დაჟინებით ითხოვდა ბიძინა ივანიშვილი და არსებობს შესაბამისი აუდიოჩანაწერებიც”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, მერაბიშვილი კანონიერი პატიმარია