ომარ ნიშნიანიძე მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში იყრის კენჭს

უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიალიძე, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ-დებუტატად კენჭისყრას, ქუთაისის 47-ე ოლქში აპირებს.

დეპუტატმა არ იცის, მოხვდება თუ არა პარტიის სიაში, თუმცა აცხადებს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, “ქართული ოცნების” გვერდით იდგება.

ნიშნიანიძემ აღნიშნა, რომ მან ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე გაიარა ბიძინა ივანიშვილთან, ახლა კი პრემიერ-მინისტრის და გუნდის ერთობლივ გადაწყვეტილებას ელოდება.

უმრავლესობის დეპუტატი ფიქრობს, რომ მას საკმარისი კომპეტენცია და გამოცდილება აქვს, რომ კენჭი იყაროს მაჟორიტარ-დეპუტატად. მისივე მტკიცებით, გუნდში აღნიშნული ფაქტის წინააღმდეგი არავინ არის.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, მერაბიშვილი კანონიერი პატიმარია
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ახალდაბის გზაზე მცირე მეწყერი ჩამოვიდა