კახა კალაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ნაციონალებთან“ ასოცირებული არასამთავრობოა”

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ „გაზპრომის“ საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს პასუხობს.

„ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც ამ თემაზე აქტიურობს. ეს არიან დესტრუქციული ძალები, რომლებიც არასწორ ინფორმირებას და ინტერპრეტაციას უწევენ ამ საკითხს. არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები ენერგეტიკის სამინისტროსა და მინისტრის მხრიდან კონკრეტულად „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე, ამერიკის საელჩოს განცხადებებიც მოვისმინეთ და თუ რომელიმე ორგანიზაცია თვლის, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ეს მათი სუბიექტური მოსაზრებაა და ამის უფლებაც აქვთ. რაც შეეხება საკითხს, არაფერი რეალურად კონკრეტული არ გვაქვს, უახლოეს მომავალში შეხვედრა დაიგეგმება, თარიღი როდესაც გვეცოდინება და რა შეთანხმებები იქნება მიღწეული, ეს საზოგადოებას ეცოდინება. ჩვენ ვმოქმედებთ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კალაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებას „გაზპრომის“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ აქვს ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურების უფროსებისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურა წარადგინა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სიუპრიზი არ იყოს მერე, ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები