დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურების უფროსებისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურების უფროსებისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურა წარადგინა

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, საკრებულოს დასამტკიცებლად გივი კუბლაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარედგინება დასანიშნად.

რაც შეეხება განათლების, სპორტის და ახალგაზრულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, საკრებულოს ირაკლი გვილავას კანდიდატურა წარედგინება.

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საკრებულოს ნოდარ ჭიჭინაძის კანდიდატურა წარედგინება.

ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი საკრებულოს ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა წარედგინება.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის პოსტს, აღნიშნულ თანამდებობაზე, დასანიშნად საკრებულოს ნოდარ ტურძელაძის კანდიდატურა წარედგინება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: კონტროლი გამკაცრდება როგორც საოკუპაციო ზოლზე, გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ნაციონალებთან“ ასოცირებული არასამთავრობოა”