თინა ხიდაშელი: სიუპრიზი არ იყოს მერე, ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, აპირებს ჯარს მისცეს პრემიები. ამის შესახებ ხიდშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჯართან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, რომ სიუპრიზი არ იყოს მერე, ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები, ოღონდ საქართველოს შეირაღებულ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ, ვიცე-პოლკოვნიკამდე რანგის მატარებელ სამხედრო მოსამსახურეებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამაზე პროტესტი არ იქნება”, -განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა პრემიებსა და დანამატების შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ციფრებს არ იცნობს.
“რამე კომენტარი რომ გავაკეთო ამაზე, უნდა ვიცოდე რაზე ვსაუბრობთ. მე ერთი რამე, რაც შემიძლია გითხრათ, ყველა უწყებაში ასეა, რომ ხელფასი, რომელსაც იღებენ საჯარო მოხელეები, ორი ნაწილისგან შედგება. მე არ ვიცი ეს თავის დროზე რატომ გააკეთეს, იმათ, ვინც გააკეთეს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ასეა. მე პირადად მომხრე ვარ, რომ ეს გაერთიანდეს, ერთი სახელი დაერქვას და აღარ იყოს გაყოფილი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ნაციონალებთან“ ასოცირებული არასამთავრობოა”
შემდეგი სტატიასაბერძნეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა