კახა კალაძე : პარტიულ ღონისძიებებზე სასულიერო პირები, როგორც “რიგითი მოქალაქეები” ისე ესწრებიან

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მათ პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, როგორც “რიგითი მოქალაქეები” ისე ესწრებიან.

“ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ თავიანთი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე, როგორც რიგით მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება”, – ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიყველა შეკითხვა ბოლდით უნდა იყოს გამოყოფილი -გერმანელი ვირუსოლოგი კოვიდ-დისინტებს პასუხობს
შემდეგი სტატიაკალაძე სააკაშვილზე: ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის