ყველა შეკითხვა ბოლდით უნდა იყოს გამოყოფილი -გერმანელი ვირუსოლოგი კოვიდ-დისინტებს პასუხობს

გერმანული “დოიჩე ველე” კორონავირუსის მთავარ გერმანელ ექსპერტთან, ბონის უნივერსიტეტის პროფესორთან, ჰენდრიკ შტრეკის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ჰენდრიკ შტრეკთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჰენდრიკ შტრეკი ბონში დასავლეთ გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების კვლევებს ხელმძღვანელობს და ის პასუხობს კორონასკეპტიკოსების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

“ვირუსი არც ისე საშიშია. მედია, პოლიტიკოსები და მეცნიერები ჭიანჭველადან სპილოს ქმნიან”

პროფესორი: ეს ასე არ არის. დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა, როგორც აშშ-ში, ასევე, სხვა ქვეყნებში, ძალიან მაღალი ლეტალური შემთხვევები აჩვენეს და ცალსახად ნათელია, რომ კორონავირუსს სეზონურ გრიპზე მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ჰაინსბერგში ჩატარებული კვლევების შედეგად ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს ვირუსი სეზონურ გრიპზე მინიმუმ 4-ჯერ საშიშია. ყოველშემთხვევაში, ეს ვირუსი სერიოზულად უნდა აღვიქვათ, მაგრამ მისი ნამეტანი დრამატიზებაც არ არის საჭირო.

“პოლიტიკოსები და მედია კორონავირუსით დაავადებულების დიდ რაოდენობაზე საუბრობენ ყოველდღიურად, თუმცა, მე არ ვიცნობ არავის ჩემს ირგვლივ, რომ კოვიდ-19” ჰქონდეს.

პროფესორი: ჩემი ნათესავებიდან ორია კოვიდ-19-ით დაავადებული.

“SARS-CoV-2-ის წინააღდეგ ბევრი დემონსტრაცია ჩატარდა. იყო მას შემდეგ ეპიდემიის აფეთქება? არა!”

პროფესორი: საპროტესტო აქცია ღია სივრცეში ტარდებოდა, სადაც დაავადების საფრთხე იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე დახურულ შენობებში. გარდა ამისა, ძალიან რთულია თვალყური ადევნო იყო თუ არა ბერლინის აქციაზე მასობრივი დაავადება, სადაც ათასობით ადამიანი სხვადასხვა ადგილებიდან იყვნენ ჩამოსულები, სადაც დაბრუნდნენ კიდეც. გაცილებით ადვილი იქნებოდა ვირუსისთვის თვალყურის დევნა იმ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ერთი ქალაქიდან რომ ყოფილიყვნენ.

“იტალიასა და აშშ-ში ბევრი გარდაცვლილია, გერმანიაში კი არა. რა ხდება ამ სტატისტიკასთან დაკავშირებით?”

პროფესორი: ჩვენთან, გერმანიაშიც კვდებოდნენ ადამიანები კორონავირუსისგან. ჩვენგან განსხვავებით აშშ-სა და იტალიაში ძალიან სწრაფად გავრცელდა ფართოდ ვირუსი, რამაც საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვია. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში ვირუსმა რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებში შეაღწია, რომელთანაც უფრო დიდია გარდაცვალების ალბათობა. გერმანიაში ამის თავიდნა აცილება შევძელით.

“აცრები მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ფარმაკომპანიებმა მოგების ნახვა შეძლონ”

პროფესორი: ამის მტკიცება არასწორია. ფარმაკოლოგიურ წარმოებას ცხადია, აქვს მოგება ვაქცინის წარმოებიდან. თუმცა, ეს არ შეადგენს საშუალოდ წლის განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული საჭირო წამლების 0,3%-ზე მეტს. გარდა ამისა, ფარმა ინდუსტრიამ უნდა ნახოს მოგება, რომ მან ვაქცინის შესაქმნელად საჭირო ხარჯების დაფარვა მოახერხოს.

“ვირუსი ისე მუტირებს, რომ ვაქცინა მის დასაცავად ვერ გამდგება. თუ მასზეც, ისევე, როგორც გრიპზე, ყოველ წელს იქნება ვაქცინა გასაკეთებელი?”

პროფესორი: ახლა ამის მტკიცება შეუძლებელია. ვირუსი მუტირებს, მართალია, მაგრამ მისი მუტაცია გრიპის ვირუსის მუტაციაზე ძლიერი არ არის. იქნება თუ არა ვაქცინა ეფექტური და რამდენად ხშირად იქნება მისი გაკეთება საჭირო, ახლა ამაზე ვერ ვიმჯელებთ, რადგანაც ჯერ არ გვაქვს ვაქცინა.

“მთავრობის მიერ ვირუსთან საბრძოლველად შემოღებული შემზღუდავი ზომები საჭიროზე მეტია. მე თავისუფლად მინდა ცხოვრება”.

პროფესორი: ჩვენ ვიცით, რომ ახლა არსებული წესები, დისტანციის დაცვა, ჰიგიენის ნორმები, ნიღბის ტარება – ეფექტურია. მათი წყალობით ჩვენ ვირუსის უფრო მასშტაბური გავრცელება შევზღუდეთ. გარდა ამისა, ამ წესების ეფექტი იმაშიც მდგომარეობს, რომ თუკი ვინმე ავადდება, მაშინ ვირუსის ნაკლები რაოდენობით. ამის გამო ავადმყოფს უფრო ნაკლები სიმპტომები აქვს. როგორც სხვა ვირუსების მაგალითზე ვიცით, რაც უფრო მეტს იძენ, მით მეტია სიმპტომები. მოწამვლის რაოდენობა დამოკიდებულია დოზაზე. დისტანციის დაცვით და ნიღბის ტარებით ჩვენ ამ მიზანს ვაღწევთ – დოზას ვამცირებთ. ამდაგვარად, ჩვენ, ყველას ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ გერმანიაში მეტწილად დაავადების მსუბუქი ფორმა აქთ ადამიანებს.

“მეზობელ ქვეყნებში – ნიდერლანდებსა და დანიაში – არავინ ატარებს დამცავ ნიღაბს მაღაზიებში. ისინი თვითმკვლელები ხომ არ არიან?”

პროფესორი: დიახ, მართლაც, რამდენიმე ქვეყანაში ნიღბებს არ ატარებენ, ისიც მართალია, რომ ნიღბის ყველგან ტარება არ არის საჭირო. ნიღბის ტარება აუცილებელია იქ, სადაც დისტანციას ვერ დაიცავთ.გარდა ამისა, ნიდერლანდებში, გასულ წლებთან შედარებით და გერმანიასთან შედარებითაც, სიკვდილიანობა გაზრდილია, გერმანიაში კი ეს მაჩვენებელი გასული წლების დონეზეა.

“კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაშია გამოყვანილი და შემთხვევით მოხვდა გარეთ”.

პროფესორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ვირუსი ლაბორატორიაში შეექმნათ. მე როგორც ვიცი, მსგავსი კვლევები არ ტარდება, რადგანაც ეს საკმაოდ სარისკოა. გარდა ამისა, შეუძლებელია ზუსტად ვთქვათ, საიდან მოვიდა ეს ვირუსი. ვირუსი არ შეიცავს ისეთი გენების თანმიმდევრობას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ისეთი ლაბორატორიები, როგორც ჩინეთის უჰანშია, ისეა დაცული, რომ ვირუსები და ბაქტერიები არ ვრცელდება სხვაგან და შეუძლებელია წინდაუხედაობით ლაბორატორიის გარეთ მომხვდარიყო. ამის გამო ვთვლი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა, ამის დამტკიცება შეუძლებელია ისევე, როგორც პირიქითი მტკიცების.

“მე რომც დაავვადდე, ახალგაზრდა ვარ, ჯანმრთელი ვარ. დიდი ალბათობით, არც დავვაადდები, მექნება მხოლოდ სიმპტომები”.

პროფესორი: სტატისტიკის თანახმად, სწორია მტკიცება, რომ ახალგაზრდებს, რომელთაც კარგი ჯანმრთელობა აქვთ, დაავადება უსიმპტომოდ გადააქვთ ან მქუბუქად. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდებს მძიმე სიმპტომები ჰქონდათ, ზოგჯერ კი ისინიც კვდებიან.

banner
წინა სტატიაშიროლანდ ფიფია: სამეგრელოს, მეგრელი – კოლხი კაცის უდიდესი და გამორჩეული თვისებაა სამართლიანობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : პარტიულ ღონისძიებებზე სასულიერო პირები, როგორც “რიგითი მოქალაქეები” ისე ესწრებიან