კალაძე სააკაშვილზე: ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის

თბილისის მერისა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ის ეთანხმება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და არც მას სჯერა კოალიციური მთავრობის.

კალაძის თქმით, ქართული ოცნების არსებობის პირობებში კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

“ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის. დღეს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება, არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით და არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს”. – თქვა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : პარტიულ ღონისძიებებზე სასულიერო პირები, როგორც “რიგითი მოქალაქეები” ისე ესწრებიან
შემდეგი სტატიატაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები შესრულდა