კახა კალაძე ოპოზიციას – იქნებით ნოლები და იქნებით ფარჩაკები, სიტყვა “ფარჩაკი” შეესაბამება ამ ძალას

ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუესა და სიყალბეზე. მერე დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუეა თქვენი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალური და ნამდვილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სდომაზე განაცხადა.

კალაძე გამოეხმაურა მეტროს ტენდერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ტენდერი 2020 წლის თებერვალში იყო გამოცხადებული და ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს პირდაპირ ომსა სანქციებს დაუკავშიროს ეს თემა. მისივე თქმით, კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში პროდუქცია მიწოდებული აქვს სოფიასთვის, ბუდაპეშტისსა და სერბეთისთვის. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა განცხადებებს, თითქოს ეს კომპანია დაკავებული იყო იარაღის წარმოებით.

„ამდენი ტყუილის მოგონება, არ ვიცი ეს ყველაფერი რას უკავშირდება. მაგათ ჰგონიათ, რომ ჩვენ წყალს ჩავიგუბებთ პირში და გავჩუმდებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას, არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო, სომხეთი და მოლდოვა პუტინიზმისგან დაცული უნდა იყოს – ლანდსბერგისი
შემდეგი სტატიათამო კეშელავა: პატარა ქვეყნის დიდი გმირი ქალაქი-წალენჯიხა