კახა კალაძე – KFW მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს

თბილისის არჩეული მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. კალაძის ინფორმაციით, ბანკის წარმომადგენლები მზად არიან ქართულ მხარესთან რამდენიმე მიმართულებით ითანამშრომლონ.

”ზოგადი მიმართულებები ვუთხარით, თუ რის განხორციელებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მოვისმინეთ მათი პოზიცია, რომელი მიმართულებით აქვთ ინტერესი. მზად არიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაში მიიღონ მონაწილეობა, ასევე ენერგოეფექტურობის მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ვინმეს მხრიდან ინიციატივა ქარის სადგურების და მზის პანელების პროექტის განხორციელების. საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, როგორც ავტობუსების განახლების მიმართულებით, ასევე მეტროს სარეაბილიტაციო თანხების გამოყოფაზე გამოთქვეს მზადყოფნა. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან გავივლით კონსულტაციებს და რამდენიმე ხანში იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები პროექტებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში,,საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ”
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტა