დედოფლისწყაროში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია გაიმართა. ზემო ქედის, ქვემო ქედის და არხილოსკალოს მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეების განცხადებით, წინა ხელისუფლებამ კერძო პირზე გაყიდა მიწა, რომელიც დღეს უკვე ბანკის საკუთრებაა. მოსახლეობის თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, აღნიშნული მიწის ფართობს ყოველწლიურად იყენებდნენ, თუმცა მიმდინარე წელს ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევენ. მოსახლეობა ბანკთან შესათანხმებლად დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – KFW მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ჩვენი მთავრობა მზად არის საქართველოში ესტონური ინვესტიციების გაზრდისთვის