,,საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვათ”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით როგორც ქართული საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა მოატყუა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რატიანი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი თვის თავზე, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების შელამაზებას აპირებს, მაგრამ ეს არ გამოუვა.

„კონსტიტუციის მიღების ორი კვირის თავზე აღმოაჩინეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება თავიდან არის საჭირო. ახლა აღმოაჩინეთ, რომ რაც მიიღეთ, თურმე, ვენეციის კომისიის დასკვნას არ შეესაბამება და ერთი თვის თავზე მის შელამაზებას აპირებთ, მაგრამ ეს არ გამოგივათ, რადგან მთავარი მოთხოვნა 2020 წელია, რაზეც უარს ამბობთ და თქვენ მოატყუეთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ქართული საზოგადოება. თქვენ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუეთ“, – განაცხადა რატიანმა.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, ერთი მხრივ, 2020 წელს ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ე.წ. ბონუსს სისტემას აუქმებს. ცვლილებები ასევე ეხება რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერებს.

banner
წინა სტატიაშიხმაური სასამართლოში – “ქართული მარშის” წევრები პატრულის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – KFW მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს