კახა კალაძე – მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა რომელიღაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის

მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა რომელიღაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მათი შენიშვნები გაზიარებული არ იქნა.

კალაძის თქმით, საერთოდ არ არის საინტერესო ოპოზიციას რა მიდგომები აქვს.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პარტია “ქართულ ოცნებას” და იმ პროგრამას, რომელიც მქონდა წინასაარჩევნოდ წარდგენილი. შესაბამისად, მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა რომელიღაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის”, – განაცხადა კალაძემ.

მან კიდეც ერთხელ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, რომ შესაძლებელი გახდა დედაქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით, 60 მილიონით გაზრდა.

“ეს თანხა ძირითადად მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაციისთვის იმისთვის, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და მოცდის შუალედები შემცირდეს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს სასამართლო დარბაზში საპატიმრო კაბინიდან გამოსვლის საშუალება მისცეს
შემდეგი სტატია,,წუხილს გამოვთქვამ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეფორმა შეეხო”