სააკაშვილს სასამართლო დარბაზში საპატიმრო კაბინიდან გამოსვლის საშუალება მისცეს

მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს საპატიმრო კაბინიდან გამოსვლის საშუალება მისცა. ის ამ წუთას სხდომის დარბაზში, ადვოკატების გვერდით იმყოფება.

აღნიშნული შუამდგომლობით საქმის მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ მიმართა. ბრალდების მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზში მდგარი კაბინიდან გაათავისუფლეს.

„ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოთ განხილვის დროს ე.წ. გალიიდან. მიხეილ სააკაშვილი არ არის დამნაშავე, ის არის ავტორიტეტული და ცნობილი პიროვნება და სააკაშვილის ასეთ პირობებში გაჩერება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წინაშე შეურაცხყოფს მის ღირსებას. უფლება მიეცით სრულად დაიცვას თავისი უფლებები ადვოკატებთან ერთად, გააკეთოს შენიშვნები, წერილობითი ახსნა განმარტებები, ვთხოვ მოსამართლეს მიიღოს შუამდგომლობა და დააკმაყოფილოს აღნიშნული საკითხი,“ – განაცხადა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სასმართლო პროცესზე იულია ტიმოშენკო მივიდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა რომელიღაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის