კახა კალაძე: ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მთავრობაში დაბრუნდება, თუმცა ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა.

როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნოს, არასწორია.

„სად გავაგრძელებ საქმიანობას ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. გავრცელებული ჭორები, რომ კახა კალაძე შს მინისტრად ინიშნება, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარიც არ ყოფილა. ვფიქრობ, ალბათ უფრო მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად ამაზე აუცილებლად იქნება მსჯელობა“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვინ რა თანამდებობებზე იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა ერთად უნდა განახორციელოს ის ამბიციური გეგმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების წინაშე აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე: გამორიცხული არაფერია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციას გამორიცხავს