გიორგი კვირიკაშვილი “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციას გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “პარტიოტთა ალიანსთან” კოალიციაში ან ბლოკში შესვლა არ მოხდება.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა, პარლამენტში, “პატრიოტთა ალიანსთან” რაიმე საკითხზე, მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობა არ გამორიცხა.

“რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსსა” და ნინო ბურჯანაძეს, არანაირი კითვის ნიშანი არ შეიძლება, იყოს. ვფიქრობ, რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციაში, ან სტრატეგიულ თანამშრომლობაში ამ ტიპის პოლიტიკურ პარტიებთან შესვლა, გამორიცხულია”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა “იმედის” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები
შემდეგი სტატიაპრემიერი: ორი-სამი მინისტრი შეიცვლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე საქმეს ვერ ასრულებს