კახა კახიშვილმა N14 დაწესებულების ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ახლადგახსნილი ცენტრი დაათვალიერა

kaxaკახა კახიშვილმა N14 დაწესებულების ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ახლადგახსნილი ცენტრი დაათვალიერა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N14 პენიტენციურდაწესებულებაში, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთშიმდებარეობს, ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმაპენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა დაცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნო. კახა კახიშვილის განცხადებით, პუნქტი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.მისი მოწყობის მიზანი დაწესებულებაში ელექტრონული მონიტორინგისგანხორციელებაა.

დაწესებულების კონტროლი სწორედ აღნიშნული ცენტრიდან,დაწესებულების ტერიტორიაზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ტექნიკისმეშვეობით ხორციელდება. აქამდე, გეგუთის დაწესებულებაშივიდეომეთვალყურეობის სისტემა არ არსებობდა. ცენტრი 24 საათის განმავლობაშიმუშაობს. „გეგუთის დაწესებულებაში მონიტორინგის ცენტრი გავხსენით. ფაქტობრივად,აღნიშნული სისტემით დაწესებულების თითოეულ კვადრატულ მეტრსვაკონტროლებთ. ვიდეოგამოსახულება ჩანს როგორც გეგუთის დაწესებულებისცენტრში, ასევე, სიგნალი პირდაპირ სამინისტროს მიეწოდება, რითაც ორმაგიკონტროლის მექანიზმია უზრუნველყოფილი შესაბამისი სამსახურების მიერ.აღსანიშნავია, რომ გეგუთის დაწესებულება პირველად აღიჭურვა ციფრული,ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ეს ძალიანმნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. არ დარჩადაწესებულება, რომელიც მსგავსი სისტემით არ არის აღჭურვილი. ჩანაწერებიინახება. მართვის პულტები უმაღლესი ხარისხისაა, ასევე, უმაღლესი ხარისხისააჩვენება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა N14 დაწესებულებისინფრასტრუქტურა, მათ შორის მაღაზია, გრძელვადიანი პაემნების ოთახები,ახლადრეაბილიტირებული სამზარეულო და სამედიცინო ნაწილი დაათვალიერა,რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრი მსჯავრდებულებსაცგაესაუბრა.

banner
წინა სტატიაში“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ლეიბორისტული პარტია” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენელსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ