“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ლეიბორისტული პარტია” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ლეიბორისტული პარტია” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისი გაუარესებისკენ. ამჯერად იმ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების ხარჯზე, რომლებსაც უფასო სარეკლამო-საეთერო დრო წინა არჩევნებში მიღებული შედეგებით ჰქონდათ მოპოვებული. ხელისუფლების მიერ დღეს გაჟღერებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, უფასო სარეკლმო-საეთერო დრო მიეკუთვნება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება აქვს, ხოლო მაუწყებლებს უფასო სარეკლამო დროის ლიმიტის გაზრდა არ მოეთხოვებათ. შედეგად ვიღებთ სურათს, როდესაც საარჩევნო კამპანიის გამოცხადების შემდეგ, უფასო სარეკლამო-საეთერო დროის მქონე პოლიტიკურ პარტიებს დროის დიდი ნაწილი ერთმევათ და მათი მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე, მათი კუთვნილი დრო უნაწილდებათ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს.

კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები ვაფიქსირებთ მწვავე პროტესტს და ვაცხადებთ, რომ ჩვენი კუთვნილი უფასო სარეკლამო დრო არის არა ვინმეს საჩუქარი, არამედ ეს არის ჩვენი ბრძოლის, შრომისა და ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერის შედეგად მოპოვებული კანონით გათვალისწინებული რესურსი. ხოლო ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აღნიშნული კანონპროექტით, სრულიად დაუმსახურებლად უნდა მიაკუთვნონ ჩვენთვის წართმეული უფასო სარეკლამო დროის უდიდესი ნაწილი, არიან ძირითადად ის პარტიები, რომლებსაც ბოლო ორ საყოველთაო არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობა არ მიუღიათ და პარლამენტსა და საკრებულოებში დეპუტატის მანდატები, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხათრით აქვთ მოპოვებული.

მას შემდეგ, რაც კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშალა, მათ გადაწყვიტეს მოარგონ საარჩევნო კოდექსი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს და მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების: დემოკრატიული მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და პატრიოტთა ალიანსის უფასო სარეკლამო, საეთერო დრო სრულიად უკანონოდ მიითვისონ და გადაინაწილონ.

ამ კანონპროექტით ერთი შეხედვით, ზარალდება “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც”. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მათ ადმინისტრაციულ, ფინანსურ და მედია რესურსებს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს პარტიები ადვილად მოახდენენ დანაკლისის კომპენსირებას.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კანონის დარღვევის მეშვეობით დაასუსტოს და მაქსიმალურად დააზარალოს სწორედ ის კვალიფიციური პოლიტიკური ძალები, რომლებშიც ყველაზე დიდ საფრთხეს ხედავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

რეალურ კონკურენტებზე ასეთი ძალოდობრივი მეთოდებით იერიშის მიტანა, არღვევს კონსტიტუციას, ზღუდავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას და ხელოვნურად უქმნის მათ ბარიერების. ყოველივე ეს ვერ დარჩება რეაგირების და და მწვავე პასუხის გარეშე, რაც ისედაც გამწვავებულ პოლიტიკურ ვითარებას, კიდევ უფრო კონფრონტაციულს გახდის.

მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მრავალი წელია, ხელისუფლებისგან ითხოვს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლას და ადინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას. პასუხად კი მივიღეთ ოპოზიციის მოთხოვნების სრული იგნორირება და საარჩევნო კოდექსით მანიპულირება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტოს საარჩევნო გარემოს გაუარესება და რეალურად იზრუნოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის სამართლიანი საარჩევნო პირობების შექმნაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე:გერმანული მოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ ჩანაწერს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა N14 დაწესებულების ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ახლადგახსნილი ცენტრი დაათვალიერა