ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენელსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენელსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენელსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენელსა და მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ.

როგორც ლევან სამუშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურა აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას.

„დღეს გამოქვეყნდა პროკურატურის პოზიცია, ყველაფერი რაც წერია პროკურატურის მოსაზრებაში არის პასუხგაუცემელი. ჩვენს დასკვნით სიტყვაში ყველაფერს აქვს არგუმენტირებული პასუხი გაცემული. ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ ერთერში, ვიწვევ პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ ობიექტური დამსწრეების წინაშე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რათა საზოგადოებამ ობიექტურმა ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასონ ვის მხარეს არის სიმართლე. ჩვენ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, ასევე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ნუ იმალებიან და ნუ საუბრობენ მხოლოდ ერთი მხრიდან. გამოვიდნენ საჯაროდ ნებისმიერ დებატებში, თუნდაც წამყვანად მოიყვანონ მოსამართლე ბუგიანიშვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს და საზოგადოებამ შეაჯეროს ვის მხარეს არის სამართალი”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

მთავარმა პროკურატურამ დღეს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქმის მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა N14 დაწესებულების ვიზუალურ-ელექტრონული მონიტორინგის ახლადგახსნილი ცენტრი დაათვალიერა
შემდეგი სტატიასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს