კაკაურიძე – ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელება არ განიხილება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელება არ განიხილება. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ დამატებითი შეღავათები დეფიციტს გაზრდის და ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

„მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის,“ – ამბობს კაკაურიძე.

banner
წინა სტატიაშიკოვზანაძე – ჩვენი ამოცანაა, პენსიონრებს ყოველდღიური მდგომარეობა შევუმსუბუქოთ
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას