კოვზანაძე – ჩვენი ამოცანაა, პენსიონრებს ყოველდღიური მდგომარეობა შევუმსუბუქოთ

ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ შევუმსუბუქოთ პენსიონრებს ყოველდღიური ყოფა და მდგომარეობა. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, როგორც კონკრეტული ბანკის, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის მოსმენა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება და არგუმენტებს ბანკების წარმომადგენლების მხრიდანაც მისმენენ.

„საკომიტეტო მოსმენა იმართება ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის თხოვნით და რეგლამენტის დაცვით. ჩემი პოზიციაა და მიმაჩნია, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია. 800 ათასი პენსიონერი გვყავს. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ შევუმსუბუქოთ პენსიონრებს ყოველდღიური ყოფა და მდგომარეობა. მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, როგორც კონკრეტული ბანკის, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პანდემია გვაქვს და ეკონიმიკური კრიზისი, მაშინ, როდესაც საბანკო სექტორი მთლიანობაში მდგრადობას ინარჩუნებს და მომავალში ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით იქნება საკითხის მოსმენა. არგუმენტები იქნება მოსმენილი როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე ლიბერთი ბანკის, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე ჯანდაცვის და სოციალური სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი – საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატიაკაკაურიძე – ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელება არ განიხილება