ანა ნაცვლიშვილი – არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას

არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს „გირჩის“ მიერ წარდგენილი ეს შვიდი საკითხი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„მე შემიძლია გითხრათ „ლელოს“ პოზიცია – ჩვენ საპარლამენტო ბოიკოტი დავიწყეთ იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც ძალიან სწორად და სამართლიანად აისახა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში. ექვსი პუნქტი არის ის მინიმალური პაკეტი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა არის აუცილებელი, რათა ქვეყანამ შეძლოს უკუსვლის შეფერხება, პოლიტიკური მშვიდობის მიღწევა და მუშაობა, რომ წინ წავიწიოთ. არანაირი ახალი საკითხები ჩვენს დღის წესრიგში არ დგას, მით უმეტეს ეს შვიდი საკითხი. ჩვენი პოზიცია ასეთია. დანარჩენი ახლა, თუ ვინმეს რაიმე ახალის შემოტანა სურს ამ საკითხთან, მისი გადასაწყვეტი და პასუხისმგებლობაა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკაკაურიძე – ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელება არ განიხილება
შემდეგი სტატიაენმ – დღეს უკრაინას ქართველი ხალხის გვერდში დგომა სჭირდება