კადიროვი: ჩეჩნებთან რუსული სტანდარტის გამოყენება უცნაურია

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებით, გროზნოში უცნაურად თვლიან მოსკოვის მიერ ჩეჩნეთის მიმართ რუსული სტანდარტების გამოყენებას, რომელიც ერთნაირია ყველა რეგიონისთვის.

,,ჩვენ სერიოზულად გვაღელვებს 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირება. ჩვენ არ გვესმის ცალკეული განმარტებები, რომ ბიუჯეტის შემცირება ეხება არა მხოლოდ ჩეჩნეთს, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტს. უცნაურად გამიყურება მცდელობა, რომ ჩეჩნეთის მიმართ ყველა რეგიონისათვის საერთო სტანდარტის მიყენება,, აცხადებს კადიროვი, რომელიც მოსკოსვს ჩეჩნეთის ომს ახსენებს, რომელმაც პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა რეგიონის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა და ათეულათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კადიროვი ასევე საყვედურობს მოსკოვს, რომ ფედერალური სამსახურები არაფერს აკეთებენ რეგიონის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

,,ჩეჩნეთს არ შეიძლება აწყობდეს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული 2017 წლის ბიუჯეტი,, ასკვნის კადიროვი და რუსეთის მთავრობას რეგიონის მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსეთის დუმის ყოფილი თანამშრომელი მოკლეს
შემდეგი სტატიაშსს-მ სოფელ ზვარეში მომხდართან დაკავშირებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა