სირიაში რუსეთის დუმის ყოფილი თანამშრომელი მოკლეს

რუსული მედიის ცნობით, სირიაში რუსეთის დუმის დეპუტატის, ფიზიკური კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის მიხაილ დეგტიაროვის ყოფილი თანაშემწე – სერგეი მოროზოვი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოროზოვი პალმირასთან ახლოს, ბოევიკებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.
როგორც რუსი ჩინოვნიკი – დეგტიაროვი აცხადებს, მოროზოვი მისი დიდი ხნის მეგობარი იყო და მისი ინფორმაციით, ის ბოლო დროს დონეცკელ ამბოხებულებთან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. დეგტიაროვის თქმით, მისთვის უცნობია თუ როგორ მოხვდა სერგეი მოროზოვი სირიაში.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, სირიაში რუსეთის სახმელეთო ნაწილები არ იბრძვიან.

banner
წინა სტატიაშიხმელთაშუა ზღვაში 239 ლტოლვილი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაკადიროვი: ჩეჩნებთან რუსული სტანდარტის გამოყენება უცნაურია