ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან მართლაც სამაგალითოა“

„ის უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს კიდევ უფრო გაძლიერდება და საფუძველი გახდება უფრო მეტი პრაქტიკული თანამშრომლობისა“, – ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრობის კანიდატმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა და ის პრაქტიკული თუ პოლიტიკური მხარდაჭერა გაიხსენა, რასაც აშშ უკანასკნელ წლებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში გამოხატავდა: „მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ისტორიული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილი საგარეო სამხედრო დაფინანსებისთვის, ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებისთვის“-განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე: „გაგრძელდება მოქმედება – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: „უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე