„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და სახელმწიფო ელექტროსისტემა დაჯარიმდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დაჯარიმდა.

ამავე სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით დაჯარიმდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაც“.

სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველია კომპანიების მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებით „ქსელის წესების” ცალკეული ტექნიკური მოთხოვნის შეუსრულებლობა.

banner
წინა სტატიაში,,თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს”
შემდეგი სტატია,,ვაპროტესტებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა თავისი მონები, მორჩილი ადამიანების გუნდი დაგვასვას თავზე”