,,თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს”

“მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს?” – ეს შეკითხვა „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ იზიარებს.

ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან იმის მტკიცება, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, სიცრუე და შეურაცხყოფაა.

„ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, არის გამოცდა, რომელზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ყოფილიყო, როგორც ბარიერი. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც შიდა მოსახლეობს განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სესიამდე საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნების უმრავლესობას არ გაითვალისწინებს. რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. ბიძინა ივანიშვილის პარტია მხოლოდ ორ დათმობაზე წავიდა.

banner
წინა სტატიაშიტაქსის მძღოლები პერმანენტულ აქციებს აღარ გამართავენ
შემდეგი სტატია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და სახელმწიფო ელექტროსისტემა დაჯარიმდნენ