,,ვაპროტესტებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა თავისი მონები, მორჩილი ადამიანების გუნდი დაგვასვას თავზე”

ვაპროტესტებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა თავისი მონები, მორჩილი ადამიანების გუნდი დაგვასვას თავზე სასამართლოში და ამ გზით გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ქართულმა სახელმწიფომ დაიმსახურა, რომ ჰყავდეს თავისუფალი და არა რომელიმე ხელმწიფის მსახური სასამართლო.

„ეს ეტაპი ჩვენ გავიარეთ, ბევრი შეცდომაც დავუშვით, მეტი შეცდომისა და დანაშაულების უფლებას ხელისუფლებას აღარ მივცემთ. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ეს კლანი უნდა დაიშალოს და ბიძინა ივანიშვილს უნდა ვათქმევინოთ ძალით უარი, რომ არ დაგვასვას თავზე თავისი მორჩილი მონა მოსამართლეები. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებენ, რათა გაიხანგრძლივონ ასეთი სასამართლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს“, – განაცხადა ელენა ხოშტარიამ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ზაზა დავითაია.

banner
წინა სტატიაში„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და სახელმწიფო ელექტროსისტემა დაჯარიმდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი პატარაია და ანი წითლიძე სამართალდამრღვევებად ცნეს