ჯო ბაიდენი: როგორ შეიძლება, ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ

როგორ შეიძლება, ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ ალექსეი ნავალნის მსგავს შემთხვევებზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორ შეიძლება ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ ალექსეი ნავალნის მსგავს შემთხვევებზე. მე მკაფიოდ ვუთხარი ვლადიმირ პუტინს, რომ ჩვენ განვაგრძობთ ფუნდამენტური უფლებების საკითხების წამოჭრას“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, მან ასევე წამოჭრა რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების – პოლ ველანის და ტრევორ რიდის საკითხი, ასევე ხაზი გაუსვა სიტყვისა და პრესის თავისუფლების მნიშვნელობას.

„ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი დემოკრატიული სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობებს, ან ჩვენი დემოკრატიული არჩევნების დესტაბილიზაციას და ჩვენ ვუპასუხებთ.

მე ვუთხარი პუტინს, რომ ჩვენ გვჭირდება მოძრაობის ძირითადი წესები, რომელსაც ყველა დავიცავთ. ასევე, განვუცხადე, რომ თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესია ჩვენი და რუსი ხალხისთვის. ეს ასევე მსოფლიო უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ბაიდენმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბაიდენი: პუტინთან შეხვედრის ტონი იყო დადებითი
შემდეგი სტატიაპუტინს ვუთხარი, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება