პუტინს ვუთხარი, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება

პუტინს ვუთხარი, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ის ასევე შეეხო სირიის საკითხს.

„მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება. ეს ადრეც ვთქვი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც პუტინი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ნავალნის არ ეხება და ცდილობს, რაციონალური გახადოს ოპოზიციონერის მიმართ მოპყრობა და შემდეგ ნავალნი მოკვდება. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე მკითხეს, რატომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს პრობლემები სირიის პრეზიდენტთან. მე ვუპასუხე: „რადგან ის არღვევს საერთაშორისო ნორმებს. ის არღვევს ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შეთანხმებას. მას ვერ ენდობი. საქმე ეხება ნდობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი: როგორ შეიძლება, ვიყო აშშ-ის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიამე არ მაქვს პრობლემა, რომ ჩვენ ბიზნესი ვაწარმოოთ რუსეთთან, თუ ისინი ამას გააკეთებენ საერთაშორისო ნორმების დაცვით