ჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ორი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო, კიევი კვლავ დგას. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს და ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატი უკრაინაში მუშაობას განაახლებს
შემდეგი სტატია24 აპრილს უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია