24 აპრილს უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია

24 აპრილს უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შვიდი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის ტანკები, საარტილერიო სისტემები, ჯავშანტექნიკა, უპილოტო თვითმფრინავები და სამხედრო ავტომობილები გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა პოლტავის ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ხუთი სარაკეტო იერიში განახორციელეს.

ლუგანსკის რეგიონის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის არმიის სამხედროები რუს ოკუპანტებთან პოზიციურ ბრძოლებს რუბეჟნოეში და პოპასნაიაში აწარმოებენ და ამ დროისთვის რეგიონის 80 პროცენტი ოკუპირებულია, თუმცა რუსმა ჯარისკაცებმა თავდაცვითი პოზიციის გარღვევა ვერ შეძლეს.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ხერსონის ოლქიდან კრივოი როგზე თავდასხმას ამზადებენ.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში
შემდეგი სტატიარუსეთი მიიწევს აღმოსავლეთით და სროლას აგრძელებს მარიუპოლის “აზოვსტალის” მიდამოებშიც