ჯო ბაიდენი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გამორიცხავს

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

“მე 2020 წელს ვიყრი კენჭს. პრეზიდენტის თანამდებობაზე”, – განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

როდესაც ვიცეპრეზიდენტს ჰკითხეს, ნამდვილად აპირებდა თუ არა თავისი კანდიდატურის წარდგენას, მან აღნიშნა, რომ ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცავს.

“არ ვდებ პირობას, რომ არ წამოვაყენებ კანდიდატურას. არაფერს გპირდებით, რადგან დიდი ხანია, ვიცი – ზოგჯერ ბედი ჩვენ საქმეებში უცნაურად ერევა”, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა ვიცეპრეზიდენტმა.

74 წლის ჯოზეფ ბაიდენი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს.

1973 წლიდან ის დელავერის შტატის სენატორი იყო. მან დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ – 1988 და 2008 წლებში სცადა, თუმცა ორივე ჯერ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

banner
წინა სტატიაშისაახალწლოდ დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება
შემდეგი სტატიაფოთში 50-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებს