ფოთში 50-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებს

ფოთში, მალთაყვის უბანში 50-ზე მეტი სატვირთო მანქანა ამ დრომდე გაჩერებულია. სავარაუდო მიზეზი სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული შეფერხებაა.

მძღოლების თქმით, გადაადგილების უფლებას მათ საპატრულო პოლიცია არ აძლევს. გადაადგილების უფლების შეზღუდვა კი, სავარაუდოდ, სარფის საბაჟოზე ავტომობილების სიმრავლეს უკავშირდება.

მძღოლები ვითარებაში გარკვევას ითხოვენ და შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, სარფის საბაჟოზე არსებული შეფერხება თურქულ მხარეს უკავშირდება. მიზეზად კი, სარემონტო სამუშაო სახელდება.

„იმის გამო, რომ 28 ნოემბრიდან თურქეთის რესპუბლიკამ, თურქეთის მხრიდან სარფში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ შეზღუდულად მუშაობს. ექვსი მოქმედი გასასვლელის ნაცვლად, ამ ეტაპზე, მუშაობს მხოლოდ ორი – ერთი შესვლაზე, მეორე გამოსვლაზე. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის დასჭირდებათ ერთი, ან ორი წელი. ეს არის მათი საკონსულოს განცხადება“, – განმარტა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიათბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება