ჯგუფურად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ფორმალურად დაარეგისტრირეს კომპანიები და გაწერეს ფიქტიურად ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად კი, შეიქმნეს ყალბი აქტივი 4 მლნ ლარის ოდენობით. ამის შემდეგ დაკავებულებმა შეიძინეს იმპორტირებული ბენზინი და ბიუჯეტში გადასახდელი 2 300 000 ლარი ფიქტიურად დაგროვილი დღგ-ს ზედმეტობიდან განაბაჟეს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყალბი დოკუმენტებით ბენზინის იმპორტის ანალოგიურ სქემაზე რამდენიმე რეპორტაჟი პოსტ სკრიპტუმსაც ჰქონდა მომზადებული.

banner
წინა სტატიაში“ქართულმა ოცნებამ” არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი ბაქოსთან?” – ნიკა მელია
შემდეგი სტატიათავდასხმა სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ შენობაზე