“ქართულმა ოცნებამ” არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი ბაქოსთან?” – ნიკა მელია

„ბაქომ დაინახა, რომ თბილისში პატრონი არ ყავს სახელმწიფოს და ცდილობს მოახდინოს ამ უპატრონობის კაპიტალიზაცია“ – ეს განცხადება, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, პრობლემის მოგვარებისთვის, ხელისუფლებამ ყველა იმ ადამიანს უნდა მიმართოს, ვისაც აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგება შეუძლია. ნიკა მელიას, თქმით, მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბაქოსთან სერიოზული კონტაქტები აქვს.

„როდესაც პრეზიდენტად გვყავს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ეს არის ერთ-ერთი სათავე პრობლემებისა. ბაქომ დაინახა, რომ თბილისში პატრონი არ ყავს სახელმწიფოს და ცდილობს მოახდინოს ამ უპატრონობის კაპიტალიზაცია. აქედან გამომდინარე, რა უნდა გასკეთოს ხელისუფლებამ? უნდა ჩართოს ამ საქმეში ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია აზერბაიჯანთან დაალაგოს ურთიერთობა დავით გარეჯთან მიმართებაში. “ქართულმა ოცნებამ” არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი და კონტაქტები და ურთიერთობები ბაქოსთან? რატომ არ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ისე, რომ თუნდაც ვერავინ ვერ გაიგოს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშისად იყავით მართლა უნამუსოებო, როდესაც შავგულიძე სისტემას ებრძოდა – ხოშტარია “ოცნების” დეპუტატებს მიმართავს
შემდეგი სტატიაჯგუფურად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის 4 პირი დააკავეს