ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

region
ავტ.: region თებერვალი 12, 2019 16:00

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

​ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

„2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ. სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი“, – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

region
ავტ.: region თებერვალი 12, 2019 16:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics