ორთაჭალაში ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა

ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“ ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

ავარიისას ერთი ავტომანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ის საავდმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიამოსამართლეთა შერჩევის წესი – “ევროპული საქართველო” პარლამენტს ინიციატივით მიმართავს