„კონსტიტუციის და კანონის წაკითხვას თავის დროზე ასწავლიან ხოლმე იურიდიულ ფაკულტეტზე” – ბესელია თანაგუნდელებს პასუხობს

region
: region თებერვალი 12, 2019 15:52

„კონსტიტუციის და კანონის წაკითხვას თავის დროზე ასწავლიან ხოლმე იურიდიულ ფაკულტეტზე” – ბესელია თანაგუნდელებს პასუხობს

კონსტიტუციის და კანონის წაკითხვას თავის დროზე ასწავლიან ხოლმე იურიდიულ ფაკულტეტზე და ვინც სწავლობდა კარგად, მან იცის, როგორ წაიკითხოს კანონი. ამას პარლამენტში ვერ ისწავლი, პარლამენტში უკვე ნასწავლი ადამიანები უნდა მოდიოდნენ,“- ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან თანაგუნდელების კრიტიკას, რომელთა ნაწილმა ბესელიას კონსტიტუციის ცოდნა დაუწუნა. გუშინ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა იურისტ ბესელიას უთხრა, რომ მან კონსტიტუცია არ იცის.

ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არ უნდა გადაიქცეს დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭოს ფილიალად.

ბესელია შემჭიდროებულ ვადებში ითხოვს იმ კანონპროექტის დამტკიცებას, რომლის მიხედვით, 2025 წლამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა შეჩერდეს.

„რაც შეეხება ამ ინიციატივას, მას აქვს მაღალი მნიშვნელობა როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით. ჩვენ რეფორმები უნდა გავაგრძელოთ და რეფორმის პროცესში არ უნდა მოხდეს ის, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ უკვე არის მთლიანად ჩაკეტილი არსებული პრაქტიკოსი მოსამართლეებით, რომლებიც მოდიან დიდი ხანია, წინა ხელისუფლებიდან,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

region
: region თებერვალი 12, 2019 15:52

დღის ფოტო

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,061
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics