“ჯერჯერობით დუმილია … შემოთავაზებას ველოდებით” -კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ შეხვედრის შეთავაზება ძალაში რჩება.

„პირადად მე მზადყოფნა გამოვხატე, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, საკონსტუტიციო საკითხებთან დაკავშირებით შევხვდებოდი, თუმცა ჯერჯერობით დუმილია. შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოვხატეთ და ვეტოს უფლება პრეზიდენტის უფლებაა. შესაბამისად, შეხვედრის გამართვა საჭიროდ მან უნდა ჩათვალოს. საუბარი არ არის იმაზე, ამას მე ვიზამ თუ ის. მისი უფლებაა, ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივის გამოყენება მის მხარესაა. შეხვედრის ჩატარება მან უნდა შემოგვთავაზოს, თუკი ის შედეგზე ორიენტირებული იქნება. თუკი მისი მხრიდან შეთავაზება იქნება, ჩვენი პასუხი პოზიტიური იქნება. ასეთ შემოთავაზებას ველოდებით. შემოთავაზება კონკრეტული უნდა იყოს და უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და რაზე ვხვდებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი : “რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, მე მგონი, ეს არასწორია”
შემდეგი სტატიაკობახიძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას