კობახიძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 3, 2017 11:50

კობახიძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას

როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. კობახიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელსაც 6 ოქტომბერს მიიღებენ, პოზიტიური იქნება.

„ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე დასკვნას საბოლოოდ დაამტკიცებს. ეს დასკვნა იმის შესაბამისი იქნება, რაც წინასწარი დასკვნა იყო. საბოლოო დასკვნაში წინასწარი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები არ შედის. დასკვნა იყო პოზიტიური და საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიურად შეფასდა. ანალოგიურ დასკვნას დაამტკიცებენ 6 ოქტომბერს. ვენეციის კომისიასთან არსებობს ორ საკითხზე შეთანხმება, რომელიც აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში – ეს არის კონსტიტუციიდან ბონუსის ამოღება და ბლოკების აკრძალვის გაუქმება. ჩვენ სწორედ ამის შესაბამისად შევთავაზეთ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს ჩვენი ინიციატივით აუცილებლად მოხდება, ჩვენი სურვილია, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება მარტამდე შევიდეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 3, 2017 11:50

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics