“ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენ მოთმინებასაც აქვს საზღვარი,“- გრიგორი კარასინი

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან პრაღაში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა.

“ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის საერთაშორისო არენაზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. ჩვენ თავისთავად ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ ყველაფერს არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ და აი, ახლა სწორედ ის წყალგამყოფია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ ან ვუბრუნდებთ კონფრონტაციას, იმ სიუჟეტების ძიებაში, რომელსაც შეუძლია ჩვენ კვლავ წაგვაკამათოს, ან ჩვენ დავალაგებთ ნორმალურ, პატივსაცემ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში გადავჭრით ჩვენს ორმხრივ ამოცანებს,”- განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრზეც გააკეთა კომენტარი.

“ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამძაფროს თავისი პოზიცია, რადგან აჩვენონ რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან ე.წ. რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი,“- აღნიშნავს კარასინი.

banner
წინა სტატიაში,,ამ ქვეყანაში უკანონო თვალთვალი და სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა უნდა დამთავრდეს”
შემდეგი სტატია“დანაშაული არის ის, რაც ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს”