,,ამ ქვეყანაში უკანონო თვალთვალი და სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა უნდა დამთავრდეს”

ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ პროკურატურას დღეს იმ პირის ვინაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელმაც მეუღლესთან, ალექსი პეტრიაშვილთან ვაიბერმიმოწერა გადასცა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ჯერ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. მხოლოდ გასაუბრების ოქმი შედგა.

მიშველაძე აცხადებს, რომ ახლა პროკურატურის პრეროგატივაა, დაიწყებს თუ არა გამოძიებას.

ჟურნალისტის თქმით, იმ პირმა მტკიცებულებების სახით უთხრა, რომ მისი და ალექსი პეტრიაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალებიც არსებობს, თუმცა მისი განცხადებით, მას ეს არ უნახავს.

მიშველაძის ინფორმაციით, ფარული მიყურადება მასსა და ალექსი პეტრიაშვილზე 2014 და 2015 წლებში ხორციელდებოდა.

“მე მივაწოდე პროკურატურას ყველა ინფორმაცია, რაც მქონდა. დღეს მოხდა გასაუბრება. ერთი რამ მინდა ვთქვა, ამ ქვეყანაში უკანონო თვალთვალი და სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა უნდა დამთავრდეს. პირობას ვდებ, რომ ეს დასრულდება”, – განაცხადა მიშველაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

ჟურნალისტის თქმით, ის პროკურატურასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს თვითმმართველობის წევრებს სოლიდარობას ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები უცხადებენ
შემდეგი სტატია“ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენ მოთმინებასაც აქვს საზღვარი,“- გრიგორი კარასინი