ჯეკ მა Alibaba-ს ტოვებს

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტ კომპანია Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ განაცხადა, რომ ჰოლდინგის ხელმძღვანელის პოსტის დასატოვებლად ემზადება. მას “ალიბაბას” აღმსრულებელი დირექტორი დენიელ ჩჟანი შეცვლის. 54 წლის ბიზნესმენმა სააქციო საზოგადოებას მიმართა: “ერთ რამეს მყარად გპირდებით: მართალია, Alibaba Group-ი არასდროს ეკუთვნოდა მხოლოდ ჯეკ მას, მაგრამ ჯეკ მა ყოველთვის და სრულიად Alibaba Group-ს ეკუთვნოდა”. მმართველობის გადაცემის ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ კომპანიამ რყევები არ განიცადოს.

ინგლისური ენის პედაგოგმა ჯეკ მამ “ალიბაბა გრუპი” 1999 წელს დააარსა და ის თითქმის ბიზნეს-მეგზურ “ყვითელი ფურცლების” ინტერნეტ ვერსია იყო. კომპანია მალე მზარდი გახდა როგორც ჩინურ, ასევე მსოფლიო ბაზარზე. მისი წლიური მოგება 39,9 მილიარი დოლარია. თვითონ ჯეკ მა-ს ქონება 36,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია
შემდეგი სტატიამარიხუანას მოხმარება არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მკაცრად დაისჯება