ჯეიკ სალივანი – უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკით, რომელიც იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროში, რომელშიც თქვენ ინოვაციებს ნერგავთ, და რუსული თავდასხმების ფონზეც ინოვაციებს ნერგავთ. აი რას ნიშნავს გამარჯვება,” – განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო დახმარების, აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდება “გადამწყვეტი სამხედრო განზომილებაა,” რათა ბრძოლის ველზე ეფექტიანად შეძლონ იმის კეთება, რაც სჭირდებათ.

“დაზვერვითი თანამშრომლობა გვაქვს, ეკონომიკური თანამშრომლობა გვაქვს, დიპლომატია გვაქვს, რომელსაც ერთად ვატარებთ, რათა დემოკრატიულ რეფორმებსა და ეკონომიკურ რეფორმებზე ვიმუშაოთ. ასე რომ, ეს აშშ-ს მთავრობის კომპლექსური, ყოველმხრივი და ერთობლივი მუშაობაა, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების საკვანძო პრიორიტეტად განსაზღვრა, რათა უკრაინამ არა მხოლოდ უბრალოდ გაიმარჯვოს, არამედ წარმატებასაც მიაღწიოს,” – განაცხადა სალივანმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ყურაშვილი – ივანიშვილის პარტია უკვე განგაშის ზარს უნდა რეკავდეს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბის სამხედრო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს
შემდეგი სტატიააშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს