ჯაში: აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი, როგორც მკურნალობა, ასევე, რეაბილიტაცია

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, გლობალური საპარლამენტო კავშირის ბორდის წევრი, მარიამ ჯაში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობას ემხრობა. მისი თქმით, აუცილებელია მან შესაბამისი მკურნალობა და რეაბილიტაცია მიიღოს.

ამ თემაზე მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ იმისთვის, რომ სწორედ დღეს არსებული, თუნდაც პოლიტიკური ტემპერატურა იყოს შედარებით შემცირებული და ეს იქნება პოზიტიური, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი, როგორც მკურნალობა, ასევე, რეაბილიტაცია. ამ თვალსაზრისით მე მივემხრობოდი პირადად საზღვარგარეთ გადაყვანის შესაძლებლობას”, – თქვა მარიამ ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშიმკურნალობდა ნარკოტიკების მოხმარებიდან წარმოშობილ გართულებებს – პროკურორი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე
შემდეგი სტატიაანზორ მელია მოშიმშილეებთანაა: ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა იდგებოდა აქ