მკურნალობდა ნარკოტიკების მოხმარებიდან წარმოშობილ გართულებებს – პროკურორი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულზე

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთ ღონისძებად პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალი გუშინ საღამოს – ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვს, რომ პატიმრობაში დატოვონ. ასევე ცნობილია, რომ დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. გამოძიების ინფორმაციით 22 დეკემბერს მამაკაცმა ცოლს დანით 30-მდე ჭრილობა მიაყენა.

“თვითონ მისგან როგორც გვაქვს ინფორმაცია, მკურნალობდა ნარკოტიკების მოხმარებიდან წარმოშობილ გართულებებთან დაკავშირებით. ეს იყო ფსიქიატრიული კუთხით, თუ უბრალოდ ნარკომანიის დაძლევის კუთხით, ამ ყველაფერზე ინფორმაცია გვექნება დოკუმენტების მოგროვების შემდეგ”- ამბობს პროკურორი

banner
წინა სტატიაშიმეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: ავუხსენი რა იქნებოდა მომავალში, მითხრა – მე თანახმა ვარ პატიმრობაზეო
შემდეგი სტატიაჯაში: აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი, როგორც მკურნალობა, ასევე, რეაბილიტაცია